Tuesday, December 15, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თამარ კობახიძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ნიკორწმინდის საჯარო სკოლა
ქალაქი
ამბროლაური
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„მტრობა ენისა არს მტრობა ქვეყნის“
თემის შინაარსი
აცნობიერებენ პრობლემას. გაიაზრებენ მათ როლს ქართული ენის დაცვის საქმეში. ეჩვევიან თვითონ და აგრეთვე ეხმარებიან სხვასაც გამართულ,სუფთა ქართულ მეტყველებაში.  იმდიდრებენ ლექსიკური მარაგს. იძიებენ მასალას, აკეთებენ ლექსიკონებს, კედლის გაზეთებს, ბროშურებს, პლაკატებს, პრეზენტაციას.
საგანი
ქართული ენა
დონე/კლასი  
VII-VIII
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
 ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეირჩევს ტექსტის თემატიკას, ტიპს და შეადგენს გეგმას სპეციფიკური მიზნებისა და აუდიტორიის· მოთხოვნების გათვალისწინებითშეარჩევს მასალას და აჯგუფებს გეგმის შესაბამისად;·  შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს· მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრულიასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს· ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებსმსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად იყენებს მასალას (ციტატებს· სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებსა და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს);  იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და· პრეზენტაციის მოსამზადებლად.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
აცნობიერებენ პრობლემას. გაიაზრებენ მათ როლს ქართული ენის დაცვის საკითხში. ისწავლიან სუფთა,გამართულ ქართულ მეტყველებას. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და გაეცნობიან ჩვენი სასიქადულო,საამაყო მწერლებისა თუ გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ...ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. უვითარდებათ საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო, კვლევითი, შეფასებისა და ურთიერთშეფასების, მართლწერის უნარები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა


1)       რომელ ენებზე საუბრობენ საქართველოში?
2)       რომელია ქართველთა  მშბლიური ენა?



             თემატური კითხვები





1)       რა იცით ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ?
2)       რამდენ ანბანურ დამწერლობას იცნობთ?
3)       იცით რომელიმე ქართული ენის  მონათესავე ენა?
4)       რამდენი ქართველური ენა არსებობს?
              5)  რას ეწოდება დიალექტი?
              6)  რამდენი ქართულ ენის დიალექტს იცნობთ?

შინაარსობრივი კითხვები
1)       რას ნიშნავს სალიტერატურო ენა?
2)       ვინ ან რამ შეიძლება დააბინძუროს ენა?
3)       ვინ ადგენს ენის ნორმებს?
4)       რას ეწოდება ბარბარიზმი? ჟარგონი?



შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ






 „აზროვნების სამი სკამი“

შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნება

პრეზენტაციის მომზადება და აუდიტორიისათვის წარდგენა
საკომუნიკაციო უნარები

დისკუსია

ვ.მ.ვ

„მოლოდინების ხე“


„გონებრივი იერიში“

კრიტიკული აზროვნება


შემოქმედებითი აზროვნება


კრიტიკული აზროვნება.

 „ანონიმური ყუთის“  შექმნა



მონიტორინგი,
შეფასებითა და ურთიერთშეფასებით





შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა მიერ გამზადებული პროექტის ბროშურით განვსაზღვრავ, რამდენად გააცნობიერეს მათ პროებლება,პროექტის მიზანი და ამოცანები. შეფასებისა და თვითშეფასებისას გამოყენებული შეფასების რუბრიკით შეფასდება  მოსწავლეთა ნამუშევრები. მათი შექმნილი პრეზენტაცია შეფასდება რუბრიკით,რეფლეექსიით და ამით გავაანალიზებ შედეგს. პროექტის შედეგს გამოვიყენებ კვლევისთვის მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და მომავალი სამუშაოს დასაგეგმად .
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
წერითი და ზეპირი მეტყველების, ლექსიკონებზე მუშაობის უნარი. ინტერნეტში საჭირო იმფორმაციის მოძიება. 
 პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ის და/ან სხვა საპრეზენტაციო პროგრამთ

სასწავლო პროცედურები
             მიეცემათ თემა - „არის თუ არა სიახლე სასარგებლო“. თემასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსია. დისკუსიის დასრულების დროს , გამოიკვეთება პრობლემა, რომელელსაც ისინი მეტყველებისას უშვებენ. ავუსნით, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ქართული ენის დაბინძურება და რა დიდი როლი ეკისრებათ მათ ამ საქმეში. ამ თემასთან დაკავშირებით დაიგეგმება შეკრება,რათა დაიგეგმოს პროექტი. პროექტისს დაწყებამდე განისაზღვრება პროექტის მოლოდინი,მიზანი და შედეგი.  ვ.მ.ვ მეთოდით,გაირკვევა თითეული მოსწავლის უნარი და მოლოდინი დასმული პრობლემის მიმართ.  სამუშაო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოვიყენებთ „გონებრივი იერიშის“  მეთოდს,რითაც ნათლად გამოიკვეთება პროექტის თემა და იდეა.
              
           აქტივობის  დისნეის „აზროვნების სამი სკამით“  გამოიკვეთება პრობლემური საკითხის გადაჭრის გზები და შედეგი. ამ აქტივობის ჩასატარებლად მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ჯგუფებად დაყოფა  წებოვანი სამი ფერის „სტიკერებით“. მასწავლებელი (წინასწარ განსაზღვრული ექნება რომელი მოსწავლე რომელ ჯგუფში გააერთიანოს) მათ ზურგზე მიაკრავს „სტიკერებს“. ერთი ფერის „სტიკერის მფლობელები ერთ ჯგუფში გაერთიანდებიან, მეორე ფერის-მეორეში, მესამე ფერის-მესამეში. თითეული ჯგუფი იმუშავებს „დაწყვილდი,დაფიქრდი,გაიაზრეს“ მეთოდით.
            დისნეის „აზროვნების სამი სკამის“ მიხედვით პრობლემის დანახვა ხდება სამი სხვადასხვა
პერსპექტივიდან (მეოცნებეები, რეალისტები და კრიტიკოსები.) მეოცნებეები ავითარებენ
ფანტაზიას,პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. რეალისტები სკამზე იფიქრებენ იდეების რეალურ
განხორციელებაზე. გონივრულ და მიზანმიმართულ ქმედებაზე.  იდეების ჩაწერა ხდება ფლიჩერებზე.
კრიტიკოსები შეაფასებენ ამ გზებს და შესაძლო რისკებზე,შესაძლებლობებზე ფოკუსირდებიან,მიზნის
განსახორციელებლად.
         სამივე ჯგუფი ისხდება აქტივობის სამივე სკამზე. წრებრუნვის შემდეგ გაკეთდება დასკვნა. არის თუ არა
შემუშავებული იდეები მიზნის რელევანტური. პროექტის განსახორციელებლად რა მასალა,ადამიანური
რესურსი,ცოდნა და  ტექნიკური მოწყობილობაა საჭირო. ყოველივე ეს შეჯამდება და გადაწყდება,რა უნდა გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად. პრობლემა რადგან რთული და სერიოზულია,დაიგეგმება სხვადასხვა
ღონისძიებები,აქტივობები.  დაიხატება „მოლოდინების ხე“.რომელზეც ბავშვები მიაკრავენ ფერად წებოვან ფურცლებზე დაწერილ მოლოდინებს,რაც ჰქონდათ ამათ მუშაობის დასაწყისში.
        საჭიროა კვლავ ჯგუფებად დაყოფა. ( დაყოფა  მოხდება ზემოთ აღწერილი მეთოდით ). თითეულ ჯგუფს
დაევალება სხვადასხვა საქმე.  ერთი ჯგუფი გააკეთებს -ბროშურებს: მეორე ჯგუფი-კედლის გაზეთს, პლაკატებს (გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებს ქართული ენის  შესახებ), სალაიდშოუებს:  მესამე ჯგუფი-
შექმნიან ლექსიკონებს,გადაამრავლებენ მათ და აგიტაციის მიზნით გააკრავენ სათანადო ადგილებში (მაღაზიებში,ტრანსპორტში,ქუჩაში....); მეოთხე ჯგუფი- „ანონიმურ ყუთის“ გაკეთება და მასზე ზედამხედველობა. აკეთეთებენ ლამაზ,ფერად ყუთს, „ანონიმური ყუთის“  სახელით. ვისაც წამოსცდება „აკრძალული“ სიტყვა,მის სახელს წერენ ფერად ფურცელზე და აგდებენ ყუთში.  შედეგები ითვლება პერიოდულად.ვისი სახელიც ყველაზე ისვიათად ან საერთოდ არ მოსვდება ყუთში, მათი ფოტოები გამოიფინება სტენდზე.  თითეულ ჯგუფს დროდადრო დაურიგდებათ ბარბარიზმებით, დიალექტითა და ჟარგონით „ დახუნძლული“ ტექსტები. მოეთხოვებათ მათ გაასწორონ ისინი. ამისათვის იყენებენ თვითშეფასების სქემებსაც.
          აგიტაციის  „შემოგვიერთდით ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლაში“ , გაწეული სამუშაოების შემდეგ  წარმოადგენენ პრეზენტაციას.  პრეზენტციას,რომელიც მიეძღვნება პრობლემის შემცირებისა და ქართული ენის ადგილს მსოფლიო, მონათესავე ენებს შორის. აჩვენებენ ვიდეოებს და მოუსმენენ სიმღერებს, რომლებიც ეძღვნება ქართულ ენას (იხ. რესურსებში).
           
          პროექტის დასასრულს გააკეთედება შეფასება. მოსწავლეები იქნებიან დარწმუნებულნი ქართული ენის უნიკალურობაში,მის მდიდარ ლექსიკასა და ტკბილხმოვანებაში; საკუთარი თავის უდიდესი როლი ენის სიწმინდის დაცვასა და პასუხისმგებლობაში..  მასწავლებელი პროექტის შედაგს გამოიყენებს მოსწავლეთა საჭიროებისა და მომავალი კვლევის ჩასატარებლად.















დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლე პრეზენტაციას წარმოადგენს ზეპირი ფორმით ან სხვა მოსწავლის დახმარებით. დაეხმარება ჯგუფის წევრებს პლაკატების გაკვრაში. დაევალება „ანონიმური ყუთის“  ზედაამხედველობა.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

თარჯიმნის დახმარებით გააკეთებს პრეზენტაციას და აგრეთვე დაეხმარება მოსწავლეებს ბარბარიზმების მოძიებაში.  ასევე დახმარებით შეავსებს  ჩეკლისტს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს დაევალება დაეხმარონ თანაკლასელებს პრეზენტაციის მომზადებაში; იმუშავებენ PowerPoint-თან შედარებით რთულ საპრეზენტაციო პროგრამაზე. მოიპოვონ სამეცნიერო ლიტერატურა.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართშ
ინვენტარი/მასალები
წიგნები,ინტერნეტი
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მოხალისე მოსწავლეები,მასწავლებლები



No comments:

Post a Comment